logo-01

 

ა(ა)იპ ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი

 

ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი 2015 წელს დაარსდა

ძირითადი პრინციპებია:

  • პროფესიულ საქმიანობაში საზოგადოებრივი ინტერესების პირადზე მაღლა დაყენება;
  • სტაბილური, პროგნოზირებადი, მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა;
  • გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენტული სივრცის შექმნა;
  • პროფესიულ საქმიანობაში პარტიულ-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა.

მიზნები და ამოცანებია:

  • ქალაქგეგმარების და განვითარების ხელშეწყობა ჯანსაღი და მდგრადი გარემოს შესაქმნელად.
  • არსებულ დასახლებათა არქიტექტურულ-გეგმარებითი სტრუქტურების, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გათვალისწინებით გონივრული განვითარების მხარდაჭერა;
  • არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლებისა და მომიჯნავე დარგების პროფესიული ზრდისთვის საჭირო ღონისძიებების (სემინარები, სასწავლო ტურები, შეხვედრები, გამოფენები, კონკურსები, ვორკშოპები) დაგეგმვა, ორგანიზება და წახალისება;
  • პროფესიული სტანდარტების და ზნეობრივი ნორმების დახვეწა;
  • სოციალურ-კულტურული პროგრამების რეალიზაცია; ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული პრობლემების და პრიორიტეტების საზოგადოებისთვის წარმოჩინება;
  • პროფესიული კუთხით სამოქალაქო თვითშეგნების განვითარებაზე ზრუნვა;
  • პროფესიული კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

 

Advertisements